ისევე, როგორც ჩვენი სხეულის სხვა ორგანოები, ჩვენი ტვინიც შეიძლება დაზარალდეს სხვადასხვა ფაქტორებით. ჩვენ გეტყვით თქვენი ყოველდღიური ჩვევების შესახებ, რომელსაც ტვინისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.

1. კომუნიკაციის არარსებობა

მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად 10 წუთიანი კომუნიკაციაც კი ზრდის აზროვნების უნარს. ამისათვის, არ არის აუცილებელი, რომ გახვიდეთ ქუჩაში და პირველივე შემხვედრს ელაპარაკოთ. შეგიძლიან ტელეფონით დაურეკოთ ნათესავებს და ესაუბროთ, ამითაც კარგად სტიმულირდებია თქვენი ტვინის მუშაობა.

2. ძალიან ბევრში შაქარი

მეცნიერთა კვლევის მიხედვით, შაქრის დიდი რაოდენობით მიღება უარყოფითად მოქმედებს ტვინის ნეიროტროფიულ ფაქტორზე ან BDNF-ზე, რომელიც პასუხისმგებელია ნეირონების წარმოებაზე. კერძოდ, BDNF ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მეხსიერებისთვის.

3. არ საუზმობთ

მეცნიერთა კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც რეგულარულად საუზმობენ, ბევრად უკეთესად სწავლობენ სკოლაში. როდესაც თქვენ არ საუზმობთ, ეს იწვევს სისხლში გლუკოზის შემცირებას. რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინის ფუნქციონირებაზე.

4. სწრაფი კვება

რაციონში ხშირი სწრაფი კვება უარყოფითად მოქმედებს ტვინის უჯრედებს შორის კონტაქტზე, შესაბამისად, ეს ხელს უშლის მოკლევადიან და გრძელვადიან მახსოვრობას. გარდა ამისა, სწრაფი კვების მუდმივი გამოყენება შეიძლება იყოს დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი.

5. ნაყინი

ნებისმიერმა ცივმა საკვებმა, მათ შორის ნაყინმა, შეიძლება მოულოდნელი თავის ტკივილი გამოიწვიოს. ითვლება, რომ ცივი საკვები ავიწროვებს სისხლძარღვებს, ორგანიზმი კი ცდილობს ხელი შეუშალოს ჰიპოთერმიას, ამიტომაც იგი აგზავნის ტვინთან თბილ სისხლს, რაც თავის მხრივ აფართოებს სისხლძარღვებს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს იწვევს თავის ტკივილს.

6. მობილური ტელეფონი

თაგვებზე გამოკლვევამ გამოავლინა ტვინის კიბოსა და მობილური ტელეფონის გამოყენებას შორის კავშირი. თუმცა, თქვენი სმარტფონების გადაგდება არ ღირს – ექიმები გვირჩევენ, რომ ლაპარაკისთვის სპიკერი ან ყურსასმენი გამოიყენოთ და ასევე არ ამოიდოთ ტელეფონი ბალიშის ქვეთ, როდესაც გძინავთ.

7. ალკოჰოლი

სხვა საკითხებთან ერთად, ალკოჰოლის მოხმარება, მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, თავის ტვინის უჯრედებს შორის კავშირებს ანადგურებს. თუმცა, არის კარგი ამბებიც: ისინი, ვინც შეაჩერეს ალკოჰოლის ზედმეტი მიღება, ტვინი საბოლოოდ ნორმალურ მდგომარეობაში ბრუნდება.

8. მოწევა

როგორც კვლევამ აჩვენა, მოწევა იწვევს არა მხოლოდ კიბოს სახის დაავადებებს, არამედ ამცირებს ტვინის ქერქის სისქესაც. ასეთ დაზიანებებს კი შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდეს გონებრივ შესაძლებლობებზე.

9. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა

ტვინს, ისევე როგორც კუნთების, ესაჭიროება რეგულარული ვარჯიშები. ერთ-ერთი კვლევისას აღმოჩნდა, რომ ფიზიკური ვარჯიშები სასარგებლო ზეგავლენას ახდენს სინთეზ BDNF-ზე, ანუ გრძელვადიან მეხსიერებაზე.

10. მკაცრი დიეტა

როგორც ირკვევა მკაცრი დიეტა არა მხოლოდ სხეულს აკარგვინებს წონას! კვლევამ აჩვენა, რომ საკვების მწვავე შეზღუდვა, ტვინს საკუთარი თავის ჭამას აიძულებს. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რომ საღად მიუდგეთ ამ ყველაფერს. უნდა იკვებოთ სწორად და არ დაიცვათ რაიმე სახის გიჟური დიეტა.