Загрузка...

ალკოჰოლზე ისევე, როგორ მის გამოყენების გზებზე, უამრავი ხალხური მითი დადის. ჩვენ ამით ხშირად ვხელმძღვანელობთ და არც დავფიქრებულვართ, მართლაც ასეა თუ არა. ჩვენ 10 ყველაზე პოპულარული მითის განსაიდუმლოება გადავიწყვიტეთ, რომელიც თქვენ დიდი ალბათობით სიმართლე გეგონათ.

მითი №1: ნაბახუსევი იწვევს დეჰიდრადაციას

Загрузка...

სინამდვილეში ალკოჰოლური სასმელები წყლის და მარილის ცვლას არღვევს, რაც შემდგომ ძლიერი წყურვილის განცდას იწვევს. წყალი სხეულში იგივე რჩება, მაგრამ სისხლძარღვებში საკმარისი არ არის – იგი უჯრედშორის სივრცეში გადადის.

მითი №2: ღვინო რაც უფრო ძველია უკეთესია

ვადა ნებისმიერ ღვინოს გასდის, მას განუსაზღვრელი ვადით ვერ შეინახავთ. თითოეულ ჯიშს საკუთარი იდეალური ასაკი აქვს: არასებობს ღვინოები, რომლებიც შენახვას არ ექვემდებარება და პირველ წელსვე უნდა დაილიოს, ან პირიქით, ზოგიერთი ღვინოს დალევა 10-20 წელზე ადრე არ შეიძლება.

მითი №3: ალკოჰოლი ათბობს

ალკოჰოლის მიღების შემდეგ ჩვენ ვგრძნობთ სითბოს, რადგან სისხლი კანთან მიედინება. თუმცა, ამავე დროს, იგი ტოვებს დანარჩენი სხეულის ნაწილებს, მათ შორის შინაგან ორგანოებსაც. შედეგად, სხეული უფრო მგრძნობიარეა ყინვაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ.

მითი №4: სხვადასხვა სასმელების შერევა არ შეიძლება

წვეულების შემდეგ როგორ იგრძნობთ თავს დამოკიდებულია მხოლოდ ალკოჰოლის რაოდენობაზე და არა იმაზე, თუ რა დალიეთ. ამ მითის ერთადერთი გამართლება ისაა, რომ თუ ერთი სახეობის ალკოჰოლს მიიღებთ, მაშინ თქვენ უფრო ადვილად გააკონტროლებთ, თუ რამდენი არის უკვე დალეული.

მითი №5: ალკოჰოლი გვიცავს რადიაციისგან

ამ მდგრადი მითის წყარო უცნობია. სინამდვილეში ალკოჰოლი — ეს არ არის წამალი რადიაციისთვის, მას არ გამოყავს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები და არ იცავს საშიში რადიაციისგან.

 

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
Загрузка...