პირველი პაემანი დამოკიდებულია თქვენს მსოფლმხედველობაზე და ძალიან ჰგავს სამსახურის გასაუბრებას. უნდა შეეცადოთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ თქვენი პოტენციური თანამგზავრის შესახებ და დარწმუნდეთ, რომ თქვენს ურთიერთობას მომავალი ექნება. თუ ყურადღებით მოუსმენთ და დეტალებზე მიაპყრობთ ყურადღებას აღარ დაგჭირდება რაიმე გამოსაცდელი კითხვები. უბრალოდ გაითვალისწინეთ, თუ რომელ თემებზე საუბრობს ყველაზე ხშირად.

1. მისი ყოფილი

ყოფილი ურთიერთობები ყოფელთვის სახიფათოა. თუ კაცი პირველ პაემანზე ძველი ურთერთობის ღრმა ანალიზს იწყებს ეს გამაფრთხილებელი ნიშანია. როგორც ჩანს, ის შეყვარებულია თავის წარსულზე. ნამდვილად მზად ხართ მოისმინოთ მისი საყვედურები ყოფილის მიმართ და მის მხარზე იტიროთ?

 

2. მატერიალისტი ქალი

”ყველა ქალის მიზანი მდიდარი ბიჭის შეცდენა და მისი საკრედიტო ბარათის გამოყენებაა”. თუ თქვენი თაყვანისმცემელი აგრძელებს ამის გამეორებას, მაშინ არ ღირს მასთან ურთიერთობა. შეიძლება მან ამ გზით თავისი სიხარბე გაამართლოს და ასევე მოგთხოვოთ დამტკიცება, რომ არ გამოძრავებთ ანგარებიანი მოტივები.

3. დედამისი

მართალია შეყვარებულის მშობლები გასაოცარი ადამიანები არიან, მაგრამ უნდა არსებობდეს ამის დემონსტრირების ლიმიტი, განსაკუთრებით პირველ პაემანზე. ეს უკვე სიგნალია, თუ თქვენი თანამოსაუბრე ხშირად საუბრობს დედაზე და მის ქებას საზღვარი არ აქვს. ასეთ პირობებში დამოუკიდებელი ოჯახის აშენება შეუძლებელია. თქვენი დედამთილის აზრს კი ყოველთვის წამყვანი როლი დაეკისრება.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3