Загрузка...

რომანტიული ურთიერთობის დასრულება რთული და მტკივნეულია პროცესია. ყოფილ პარტნიორებს გარკვეული დროის განმავლობაში უჭირთ ცივილიზებული გამოსავლის პოვნა.  ზოგს შეუძლია ამის გადალახვა, სხვები კი უწინდელ პარტნიორებს ცხოვრებას უმწარებენ. გაიგეთ ზოდიაქოს რომელი ნიშანი იქნება საშინელი ყოფილი შეყვარებული.

მშვილდოსანი

couple in love gifs-ის სურათის შედეგი

Загрузка...

მშვილდოსანი ყოველთვის თავად ამთავრებს ურთიერთობას, რის გამოც დანაშაულის გრძნობა აწუხებს. მას ეს ყველაზე მეტად აწუხებს, ამიტომაც შეეცდება შეიმსუბუქოს განცდები და გახდეს ყოფილი შეყვარებულის საუკეთესო მეგობარი.

თხის რქა

თხის რქა ყოფილი პარტნიორის გადაშენების პირას მყოფ სახეობას მიეკუთვნება. იშვითია ის მიატოვონ, ან თავად დაასრულოს ურთიერთობა, თუმცა თუ ასეთი რამ მაინც მოხდა ყოფილ შეყვარებულს არასდროს მოაბეზრებს თავს საკუთარი ემოციებით. რთულ სიცუაციებში გვერდით დაუდგება.

კურო

კურო განშორების შემდეგაც ისეთია, როგორიც ურთიერთობის დროს. მუდამ რაღაც არ მოსწონს და გაუთავებლად წუწუნებს. რაც არ უნდა მოიმოქმედოთ თავიდან ვერ მოიშორებთ, ამიტომაც უმჯობესია ყურადღება არ მიაქციოთ.

ქალწული

couple in love gifs-ის სურათის შედეგი

ქალწული მუდამ სწორად იქცევა და ცხოვრება ასე აქვს აწყობილი. ურთიერთობას უმტკივნეულოდ ამთავრებს. ყოფილ პარტნიორს არწმუნებს, რომ მის გარეშე უკეთ იქნება ყველაფერი.

მერწყული

მერწყული არააგრესიული და არაკომფლიქტური ყოფილი შეყვარებულია, რომელიც მშვიდად წავა თქვენი ცხოვრებიდან, თუმცა როგორც კი შეამჩნევს, რომ უკეთ ხართ მის გარეშე, აუცილებლად დაბრუნდება. პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ურთიერთობის წამოწყებას შეეცდება.

ვერძი

ვერძთან განშორება რთულია. ის აუცილებლად ეცდება გიპოვოთ და გაგიმწაროთ ცხოვრება, ამიტომაც თუ ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტთ, გაუგზავნეთ მას წერილი საფოსტო ბეღურით ავსტრალიიდან, იქნებ გადაურჩეთ.

 

ლომი

დაკავშირებული სურათიC

ლომი ვერძის მსგავსად აუტანელი ყოფილი პარტნიორია. თუ განშორებამ მისი სიამაყე და ნარცისიზმი შელახა, ჩათვალეთ, რომ ლომი ყველაფერს გააკეთებს თქვენი რეპუტაციის შესალახად.

ტყუპები

განშორების შემდეგ ტყუპები თავს არასდროს შეგახსენებენ, ვეღარ იპოვით ან შეხვდებით მას. თუ ურთიერთობის დასრულების ინიციატორი თავად ხართ, პრობლემები არ გექნებათ. თუ განშორება მან გადაწყვიტა, ამის გადატანა ნამდვილად გაგიჭირდებათ.

სასწორი

სასწორი დიდხანს ვერ წყვეტს დაასრულოს თუ არა ურთიერთობა. თუ ამის ინიციატორი თქვენ ხართ, მას თავიდან ადვილად ვერ მოიშორებთ. რაც არ უნდა ცივილურად დაშორდეთ ერთმანეთს, სასწორი მაქსიმალურად ეცდება გაიგოთ რა მშვენიერია მისი ცხოვრება თქვენს გარეშე.

მორიელი

მორიელმა თუ მიგატოვათ, დეპრესიამდე და მავნე ნივთიერებების გამოყენებამდეც შეიძლება მიხვიდეთ. ისინი განსაკუთრებული პარტნიორები არიან და მათი დაკარგვა გამორჩეულად რთულია, თუმცა თავად უწყინარი ყოფილი შეყვარებულები არიან, იმდენად, რომ ვერაფერში ვერ დაადანაშაულებთ.

კირჩხიბი

couple in love gifs-ის სურათის შედეგი

კირჩხიბთან დაშორება პირდაპირი გაგებით ძალიან რთულია. ისინი იმდენად მიკედლებული არიან პარტნიორზე, რომ შესაძლებლობას არ აძლევენ ურთიერთობის დასრულების. თუ მათთან განშორება გადაწყვიტეთ რადიკალური ზომების მიღები დაგჭირდებათ.

თევზები

თევზების მიტოვებას აჯობებს თუ პირდაპირ მოკლავთ მათ, რადგან მათზე უარესი ყოფილი შეყვარებული არ არსებობს ისინი დაგინგრევენ ნერვულ სისტემას, რეპუტაციას და ბედნიერების ნებისმიერ შანსს.

 

Загрузка...