Загрузка...

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა და მსახიობმა – თაკო გაჩეჩილაძემ, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას თავისი რჩეული გააცნო, რომელიც  ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი  და ბრენდის Symphonics-ის დამფუძნებელი – ბორისლავ მილანოვია. წყვილი სექტემბერში დაინიშა, ჯვრისწერა კი რამდენიმე დღის წინ შედგა,  მნიშვნელოვანი დღე თაკომ და ბორისლავმა ოჯახისა და ახლო მეგობრების წრეში აღნიშნეს

 

Загрузка...

როგორც თაკომ, OK-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, წყვილი უკვე პატარის მოლოდინშია. თაკო მეუღლესთან ერთად ავსტრიაში, კერძოდ კი ვენაში აპირებს ცხოვრებას და სამომავლო გეგმების შესახებ თავად გვიამბობს.

 

თაკო მეუღლესთან და მამამთილთან – კალინ  მილანოვთან ერთად

 

 

-2017 წელს „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობდი, როცა საერთაშორისო ჟიურის წევრთა შორის  ბორისლავიც გახლდათ,  როგორ დაიწყო  თქვენი ურთეირთობა?

-ჩვენ ერთმანეთი ევროვიზიის ტურნეში გავიცანით, რომელიც ისრაელში დაიწყო. ჩვენ ვმეგობრობდით, ის ძალიან საყვარელი, მორიდებული და დადებითი იყო, არ მიკვირს რომ იქ ყველას უყვარდა, თუმცა მე იმ პერიოდში საქმეზე ვიყავი გადართული და არავინ მაინტერესებდა. დროთა განმავლობაში, ის აგრძელებდა ჩემთან კონტაქტს სოციალური ქსელების მეშვეობით და  ევროვიზიის შემდეგ თანამშრომლობაც შემომთავაზა. მითხრა რომ ჩემთვის რამდენიმე სიმღერა ჰქონდა და უნდოდა ისინი სწორედ მე მემღერა, რაზეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიხარულით დავთანხმდი. პროექტის შემდეგ, ჩვენ გავაგრძელეთ ერთობლივი მუშაობა და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია.

 

თაკო მეუღლესთან და დასთან – ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად

 

-ავსტრიაში გადასვლის შემდეგ, აპირებ თუ არა კარიერის იქ გაგრძელებას?

-ავსტრიაში გადასვლისა და მშობიარობის შემდეგ, კარიერასაც აუცილებლად დავუბრუნდები, საქმის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ბობისაც სურს, რომ ვიმღერო, ასე რომ ხელს აღარაფერი გვიშლის. ჩვენ ერთად გასულ წელსაც ვიმუშავეთ და ჩავწერეთ მისი სიმღერები, რომელთა გამოსვლასაც მოუთმენლად ველი. თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ, რაც მთავარია, მოვწონვარ როგორც მომღერალი და ცდილობს ამ კუთხითაც ყველანაირად დამეხმაროს.

 

თაკო მეუღლესთან და დედ-მამასთან ერთად

 

 

ვთვლი რომ ბობი  ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია და პროდიუსერული ნიჭითაც არის დაჯილდოებული, იმედია ერთად ყველაფერს შევძლებთ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ძალიანნ გვიყვარს ერთმანეთი და ცხოვრებაში პირველად ვარ ყველაზე ბედნიერი ქალი, რაც სწორედ ბობის დამსახურებაა! ის ნამდვილად ოცნების მამაკაცია!

 

ფოტოგრაფი: გიორგი ცაავა

Загрузка...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here