Загрузка...

1. ვერძი – ვერძებო, 2019 წელს ბედნიერებას მოგიტანთ ციფრი – 1. თქვენ ლიდერი ხართ, პირველობა გიყვართ. ეს ციფრი კი, თქვენს ლიდერულ ბუნებას ყველაზე მეტად შეესაბამება.

2. კურო – 2019 წელს წარმატებას და ბედნიერებას ელოდეთ ყველაფრისგან, სადაც ციფრი ორია გარეული.

Загрузка...

3. ტყუპები – თქვენთვის ბედნიერების მომტანია ციფრი – 5. ნუმეროლოგიაში ხუთიანი კომუნიკაციასთან, ურთიერთობებთან არის დაკავშირებული და თქვენ, როგორც შთამბეჭდავი კომუნიკაციის უნარის მქონეს, სწორედ ეს ციფრი მოგიტანთ წარმატებასა და ბედნიერებას.

4. კირჩხიბი – ბედნიერების მომტანი იქნება – 7. ეს ციფრი ნუმეროლოგიაში მთვარეს უკავშირდება. მთვარე კი, თქვენს ზოდიაქოს ნიშანს განაგებს.

5. ლომი – რიცხვი, რომელიც წარმატების გზას გიჩვენებთ და ბედნიერებას მოგიტანთ, არის – 89. ის გაპოვნინებთ სიმართლეს და დაგაძლევინებთ სირთულეებს.

6. ქალწული – წარმატების მომტანი იქნება ციფრი – 5. ეცადეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები 5-ში დაგეგმოთ, ხუთ დღეში მოაგვაროთ, კვირის მეხუთე დღეს, ან ხუთ საათზე გააკეთოთ.

7. სასწორი – ციფრი 6 მოგიტანთ წარმატებას, ბედნიერებას და ბალანსს გაპოვნინებთ. ეცადეთ, რომ ეც ციფრი 2019 წელს თქვენს ცხოვრებაში დომინირებდეს.

8. მორიელი – მორიელებო, თქვენთვის 2019 წელს ბედნიერების მომტანი იქნება ციფრი – 7.

9. მშვილდოსანი – ხუთიანი 2019 წელს თქვენი ბედნიერების ციფრი იქნება. ყველაფერი, რაც ხუთს უკავშირდება წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, რომელიმე თვის ხუთში ჯეკ-პოტიც კი მოიგოთ.

10. თხის რქა – თქვენთვის 2019 წელი ცვლილებების წელი უნდა იყოს, ნუმეროლოგიაში კი, ცვლილებებს 17-ს უკავშირებენ. ამიტომაც, 17 თქვენი ბედნიერების რიცხვი იქნება.

11. მერწყული – თქვენ ფინანსური თვალსაზრისით გელოდებათ გამოწვევები და ამ კუთხით წარმატების მომტანი რიცხვი 31 იქნება.

12. თევზები – ნუმეროლოგები ამბობენ, რომ ადამიანთა მგრძნობიარე ბუნებას ყველაზე მეტად 11 უკავშირდება. თევზები კი, ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ ბედნიერების მომტანი თქვენთვის 2019 წელს 11 იქნება.

Загрузка...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here