Загрузка...

„ფეისბუკმომხმარებელი“ ნონა ჯაფარიძე „ფეისბუკზე“ სტატუს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სავაჭრო ცენტრებში საშიში პროდუქცია იყიდება. საქმე ეხება თევზ პანგასიუსის ფილეს:

„საღამომშვიდობის მეგობრებო! არ ვაპირებდი ამ ფაქტის ,,გამოჭენებას”, მაგრამ იძულებული ვარ… მოკლედ გუშინ საღამოს ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში(ჯერ შეგნებულად არ ვასახელებ) ვიყიდე თევზის ფილე ,,პანგასი”. ბევრმა იცით ბარბარეს კვებას განსაკუთრებით ვეკირკიტები. მომსახურე გოგონას რამოდენიმეჯერ ვკითხე კარგია თუ არა, ახალია თუ არა და ა.შ. და ჩემი შეკითხვებით ,,შეწუხებულმა” უკმეხად მითხრა რომ ვადა აწერია და ერთიცალის მოყიდვა არ შეეძლოთ, მთელი შეფუთვა უნდა მეყიდა. მოკლედ ვიყიდე და როგორც წესი მარილიან წყალში მოვხარშე. საშინელი სუნი ქონდა, მარა მე თევზში ვერ ვერკვევი და ინტერნეტში დავიწყე ძიება, აღმოჩნა ეს პანგასიუსი ისედაც აკრძალულია. მარა აკრძალვის მიუხედავად მაინც იყიდება ბაზარზე და ეგ ერთი უსინდისობა. მერე ფაქტი იყო საშინლად ყარდა. მოკლედ ჯერ ვიბობოქრე, მარა მერე მივედი და ჩუმად ვუთხარი ერთ-ერთ კონსულტანს, ამას დაყნოსეთ და რას მეტყვით თქო, აშკარად შეეცვალა სახე, საშინელებააო და გაიქცა მოიყვანა ადმინისტრატორი, მანაც დაადასტურა რომ საშინელება იყო და დაიწყეს რეკვა და გარკვევა თანხა როგორ დაებრუნებინათ და მეკუთვნოდა თუ არა(არადა თანხა არც მომითხოვია)… ბოლოს მოუხარშავს და გაყინულს ყნოსა ვიღაც მომსახურე კაცმა და მეუბნება ამას არ აქვს ცუდი სუნიო და მე რა ვიცი თქვენ როგორ მოხარშეთო, ან მაჩვენეთ ქვითარიო. ქვითარი სახლში დამრჩენია, კონსულტანტმა თავი მოიშტერა არ მახსოვსო და მივედი სალაროსთან,უკვე საკმაოდ განერვიულებული და ვკითხე მოლარეს, რომელმაც მაშინვე დაადასტურა კი კი ჩემთან გავატარე სალაროზე და ნამდვილად შეიძინაო. ამადობაში გამოხტა ქართველი ყარაჩოღელი ბიჭუნა თუ კაცუნა და მიყვირის: ეს გოგო ჩემი ნათესავია და რა გინდა რატო ეჩხუბებიო, გინდა? იყიდე და არ გინდა, წადი სახლშიო……. იქ დასრულდა ნონას კორექტულობა და ნეტავ ვინმეს გადაეღო რა ამბავიც დატრიალდა… არამკოთხე იდიოტების საყურედღებოდ. თქვენ აჭამეთ თქვენს შვილებს ის ნაგავი რაც იქ იყო, მე არ ვაჭმევ… როდესაც სადმე კაი ბიჭობა მოგინდებათ, ჯერ გაერკვიეთ ვინ რატომ კამათობს და მერე იყოყლოჩინეთ და ბოლოს. http://nfa.gov.ge/ge/ რას აკეთებთ????? ხელოვნურად გვხოცავთ????? ვადიანი პროდუქტი აწყვია მაღაზიებში და ყარს!!!!!! პ.ს. აი რატომ იხოცება ამდენი ბავშვი და არა მარტო ბავშვი!!!“- წერს ნონა ჯაფარიძე და რეაგირებისთვის სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს.

Загрузка...

თუ აღნიშნულ თევზთან დაკავშირებით ინტერნეტში ინფორმაციას მოვიძიებთ, მათი უმრავლესობა ნეგატიურია. რუსულ და სხვა უცხოურ მედიაში მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანგასიუსს ვიეტნამში, მდინარე მეკონგში ამრავლებენ, რომელიც ძალიან დაბინძურებულია, თევზების სწრაფი ზრდისთვის კი მათ ჰორმონებით კვებავენ.

პანგსიუსის უხარისხობაზე უკვე რამდენიმე წელია იწერება, ამის შესახებ 2014 წელს momkhmarebeli.ge-საც მიწერეს და პროდუქციის შემოწმება მოითხოვეს. ლაბორატორიაში შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში მძიმე მეტალების, რიგი პესტიციდების და რადიაქტიული ელემენტების შემცველობა დაშვებული ნორმის ფარგლებშია:

„მომხმარებლის მიერ მითითებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ პანგასიუსს ქიმიურად დაბინძურებულ წყლებში მოაშენებენ და რომ თევზის ხორცი დიდი ოდენობით დარიშხანს, სხვა მეტალებს, აგრეთვე პესტიციდებს და ტოქსიკურ ქლორორგანულ ნივთიერებებს – პოლიქლორირებულ ბიფენილებს შეიცავს. შესაბამისად, გადაწყდა პროდუქტში ამ პარამეტრების გაზომვა.

2014 წლი 18 დეკემბერს თბილისის ერთერთ მაღაზიაში შევიძინეთ პანგასისუსი ფილე გაყინული და პანგასიუსის სტეიკი (ნაჭრები) გაყინული. ორივე პროდუქტი თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და ჩაბარდა ლაბორატორიას პროდუქტში ქიმიური დაბინძურების შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორივე პროდუქტში: პანგასიუსის ფილე და პანგასიუსის სტეიკი მძიმე მეტალების, რიგი პესტიციდების და რადიაქტიული ელემენტების შემცველობა დაშვებული ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება პოლიქლორირებულ ბიფენილებს, დღესდღეობით თევზის ხორცში მათ შემცველობას საქართველოში არსებული არც ერთი ლაბორატორია არ ზომავს. ჩვენ მომავალში შეძლებისდაგვარად შევეცდებით ეს პარამეტრი დამატებით გავზომოთ.“- ნათქვამია momkhmarebeli.ge-ზე.

Загрузка...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here